ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ჭიაბერაშვილი: ჯაფარიძეს ჯერ პარტიისთვის ანგარიში უნდა ჩაებარებინა

სამი დღეა ვუსმენ მათ განმარტებებს და არა მარტო მე, არამედ ათასობით ადამიანს ქვეყანაში უჩნდება კითხვა - რატომ?.. როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ იგივე ზურაბ ჯაფარიძეს ჩააბარა პარტიის მესაჭეობა, ყოველდღიური საქმიანობა, მისცა საშუალება ესაუბრა უამრავ ადამიანთან... ელემენტარული არა მხოლოდ ადამიანური ქცევის წესები, არამედ პარტიის ძალიან ჩამოყალიბებული სტრუქტურა, მისი წესდება, მოითხოვდა, რომ აღმასრულებელ მდივანს ჯერ ანგარიში ჩაებარებინა პოლიტიკურ საბჭოსთან, რომელშიც არის 68 ადამიანი... მათთვის ჩაეხედა თვალებში და ეთქვა, რა გააკეთა... უნდა ეთქვა, რა პრეტენზიები აქვს და ეს მისგან არ მოგვისმენია.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარტიიდან გენერალური მდივნის და კიდევ სამი წევრის წასვლის შესახებ, ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში.

კომენტარები