ჯობსის გარდაცვალება

სამსუნგმა ახალი სმარტფონის პრეზენტაცია სტივ ჯობსის ხსოვნის საპატივცემულოდ გადადო

სამსუნგის ახალი სმარტფონის Nexus Prime-ის პრეზენტაცია რომელიც 11 ოქტომბერს სან დიეგოში უნდა შემდგარიყო გაურკვეველი დროით გადაიდო. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სანამ მსოფლიო სტივ ჯობს გლოვობს, არ არის დრო ახალი პროდუქტის პრეზენტაციისთვის“, განაცხადა სამსუნგის პრესსპიკერმა

სამსუნგსა და ეფლს შორის არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით ტექ  ბლოგერებმა და ანალიტიკოსებმა სამსუნგის განცხადებას “ნიანგის ცრემლები“ უწოდეს            

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით ამ განცხადების მიღმა რამდენიმე რეალური მიზეზი იმალება. პირველ რიგში კორეული ტექ გიგანტი ცდილობს თავი აარიდოს  ცოტა ხნის წინ დაანონსებულ iPhone 4S-სთან პირდაპირ დაპირისპირებას, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც   iPhone 4S  წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ  პირველ 24 საათში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია ერთი მილიონი ერთეულით.

მეორე მიზეზი, რაც შეიძლებოდა პრეზენტაციის გადადების მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო  ახალი ოპერაციული სისტემის ანდროიდ Ice Cream Sandwich  ტესტირებაა. 

სამსუნგი ასევე შეიძლება ახალი iPhone 4S მფლობელების პირველ შეფასებებს ელოდება, იგივე შეცდომები საკუთარ პროდუქტში რომ არ გაიმეოროს.

კომენტარები