ჯობსის გარდაცვალება

სტივ ჯობსის ბიოგრაფიული წიგნი, შესაძლოა, წლის ბესტსელერი გახდეს

ინტერნეტ-მაღზია Amazon-ში იგი უკვე ბესტსელერია. ვარაუდობენ, რომ სტივ ჯობსის ავტორიზებული ბიოგრაფია წლის ბესტსელერი გახდება. წიგნიდან მკითხველი ჯობსის შესახებ ბევრ სიახლეს გაიგებს. მაგალითად, იმას, რომ apple-ის დამაარსებლმა უარი თქვა ოპერაციაზე, რომელიც სიცოცხლეს ცხრა თვით გაუხანგრძლივებდა. ბიოგრაფიის მიხედვით, სტივ ჯობსს თინეიჯერობის ასაკში წონის პრობლემა ჰქონდა.

წიგნში სტივ ჯობსი კონკურენტ ბილ გეითს  არაკრეატიულ ადამიანად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ის სხვების იდეებს ურცხვად იპარავდა.

წიგნის ავტორი, უოლტერ ისააკსონი, ბიოგრაფიაზე 2009 წლიდან მუშობდა. ამ ხნის განმავლობაში ავტორი apple-ის დამაარსებელს 40-ზე მეტჯერ შეხვდა. სტივ ჯობსთან ბოლო ინტერვიუ მას აგვისტოში ჰქონდა. 

კომენტარები