ჯობსის გარდაცვალება

სტივ ჯობსზე ფილმს გადაიღებენ

Sony Pictures აპირებს სტივ ჯობსის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი გადაიღოს.  სტუდია რომელმაც ”სოციალური ქსელის” ეკრანიზაცია შექმნა სტივ ჯობსის ავტობიოგრაფიული წიგნის მიხედვით აპირებს ნამუშევრის გადაღებას. 

 Deadline-მა გამოაქვეყნა მასალა სადაც საუბარია იმაზე, რომ კომპანია აპირებს წიგნის ეკრანიზაციის უფლების ყიდვას და მზადაა ამაში შვიდნიშნა თანხა გადაიხადოს. დიდ ეკრანზე Apple-ს დამაარსებელზე ეს პირველი ფილმი იქნება, აქამდე მხოლოდ სატელევიზიო ნამუშევარში, Pirates of Silicon Valley, შეეძლო მაყურებელს ჯობსის ხილვა. 
 
სტივ ჯობსის ბიოგრაფიული წიგნი უოლტერ ისააკსონმა დაწერა. მან ორი წლის მანძილზე ჯობსთან არაერთი ინტერვიუ ჩაწერა, ესაუბრა მის მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და თანამშრომლებს. წიგნი გამოსვლამდე, უკვე, წინასწარი გაყიდვებით ონლაინ-მაღაზია ამაზონის ბესტსელერია. 
 
შეგახსენებთ რომ კომპანია Apple-ს დამაარსებელი 2011 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა. 
 

კომენტარები