რელიგია

ინდოეთში შივას მღვიმისკენ მიმავალი მომლოცველთა ჯგუფი დაიღუპა

ქაშმირის რეგიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას შვივას მღვიმიდან მომავალი თექვსმეტი ინდუსი ემსხვერპლა. პილიგრიმები სატვირთო მანქანით მგზავრობდნენ, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ქალაქ ჯამუს მახლობლად, ხევში გადაიჩეხა. პოლიციას ეჭვი აქვს, რომ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ამარნათი, შივას გამოქვაბულისკენ სვლა, ერთ ერთი ყველაზე პოპულარული პილიგრიმული მარშრუტია და ამ გზას ყოველწლიურად ათი ათასობით მორწმუნე ადგება. წმინდა ადგილი ყინულის სტალაქტიტს წარმოადგენს, რომელიც ზღვის დონიდან 3800 მეტრ სიმაღლეზე, ვიწრო ხეობაში მდებარეობს, მღვიმეში მისვლა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, ფეხითაა შესაძლებელი და მგზავრობას მორწმუნეები ორ დღეს ანდომებენ. ბოლო ორი თვის განმავლობაში ამ მოგზაურობას ასი მომლოცველი ემსხვერპლა, მათგან უმეტესობა ხევებშია გადაჩეხილი.

კომენტარები