ღარიბაშვილის შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან

ღარიბაშვილი: თქვენ გეშინოდათ მიხეილ სააკაშვილის და მისთვის შენიშვნის მიცემის

facebook.com/GaribashviliOfficial

თქვენ გეშინოდათ მიხეილ სააკაშვილის, რადგან ციხე იყო საშინელი და ადამიანებს ცოცხებით და ”დუბინკებით” აუპატიურებდნენ, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა უმცირესობასთან შეხვედრისას.

ღარიბაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის არცერთი წევრი სააკაშვილის გადაწყვეტილებებს არ ეწინააღმდეგებოდა და არც სიძულვილის ენის გამოყენებისთვის აკრიტიკებდა.

პრემიერმინისტრობის კანდიდატის თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მთავარი მიღწევა, ქვეყანაში თავისუფლების დაბრუნება იყო.

”დღეს საქართველოში არის რეალური დემოკრატია, რომელზეც თქვენ ყოველთვის საუბრობდით, მაგრამ არასოდეს აგიშენებიათ. თქვენი დემოკრატია იყო ფასადური, სიცრუესა და სიყალბეზე დაფუძნებული. რატომ ხდებოდა ეს? ყველას გეშინოდათ, სწორედ თქვენი ლიდერის, გეშინოდათ მისთვის შენიშვნის მიცემა, იმიტომ რომ ციხე იყო საშინელება, ადამიანებს აუპატიურებდნენ ცოცხებით, ”დუბინკებით” და ა.შ. ეს არის რეალობა და უნდა აიღოთ”, - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობას ირაკლი ღარიბაშვილმა. 

კომენტარები