ზაზა სურმავას საქმე

სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალური პოლიციის უფროსს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კრიმინალური პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსს ზაზა სურმავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე დაკავებულისთვის 3 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

დაკავებულს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში დახმარებასა და დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვას ედავებიან.

ზაზა სურმავას ადვოკატი უშანგი მგელიძე ამბობს, რომ "საქმე გვაქვს კრიმინალური წარსულის მქონე პირისა და კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის ურთიერთდაპირისპირებასთან. არავითარი ნარკოტიკი, რომელიც ზაზა სურმავასგან იყოს ამოღებული, საქმეში არ არსებობს". თუმცა, ადვოკატი კონკრეტულ პირებზე არ საუბრობს.

სამართალდამცველებმა ზაზა სურმავა გუშინ დააკავეს.

კომენტარები