გუშინ, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში, მარკ ჯეიკობსის ჩვენება გაიმართა, სადაც დიზაინერმა შემოდგომა/ზამთრის 2020 წლის კოლექცია წარადგინა.
ჩვენებაზე გარდა მოდელებისა ცნობილი ადამიანებიც გამოჩნდნე, მათ შორის იყო მაილი საირუსი.
მარკ ჯეიკობსის თქმით, კოლექციის თემა ქაოსი და ფორმები იყო.
"წარსულისა და აწმყოს გმირების უსასრულო შთაგონების პარალელურად, ეს არის სტილი, რომელსაც იცვამდნენ ადამიანები სხვადასხვა ეტაპზე და ასაკში, ასევე ნებისმიერ შემთხვევაში და მომენტში თავიანთ ცხოვრებაში - ეს უსასრულოდ პროვოცირებს ჩემს სიყვარულს მოდისა და შესაძლებლობებისადმი, რა შეიძლება გაკეთდეს", - დაწერა მარკ ჯეიკობსმა.