ემილი რატაკოვსკი

ემილი რატაკოვსკი დედა გახდა

Instagram

მოდელი ემილი რატაკოვსკი და მისი ქმარი, კინოპროდიუსერი სებასტიან ბეარ-მაკ-კლარდი მშობლები გახდნენ.

"სილვესტერ აპოლო ბეარი შემოგვიერთდა. სლაი 2021 წლის 8 მარტს, ყველაზე სურეალისტურ, ლამაზ და სიყვარულით სავსე დილას დაიბადა". - წერს რატაკოვსკი.

რატაკოვსკი ამერიკელი მოდელი და მსახიობია. პოპულარობა მოუტანა რობერტ სიქის კლიპში Blurred Lines გამოჩენამ. თანამშრომლობდა ისეთ მოდის სახლებთან, როგორებიცაა Versace და Dolce & Gabbana. პირველი როლი შეასრულა 2015 წელს დევიდ ფინჩერის ფილმში Gone Girl.

ემილი რატაკოვსკიმ და სებასტიან ბეარ-მაკ-კლარდმა 2018 წლის თებერვალში იქორწინეს.

კომენტარები