სავალუტო რეზერვები

სებ-მა ლარის კურსის გასამყარებლად კიდევ $25.4 მილიონი დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ $40 000 000 აშშ დოლარი გაიტანა, საიდანაც $25 400 000 გაიყიდა. სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4432 ლარი შეადგინა. ეს 2021 წლის მეექვსე სავალუტო ინტერვენციაა – 1 აპრილს6 იანვარს27 იანვარს18 თებერვალს და 22 მარტს ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე ასევე 40-40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა.

2020 წელს კი, ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, სებ-მა 26 სავალუტო აუქციონი გამართა და 873 მილიონი დოლარი გაყიდა. 

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ლარი დოლართან მიმართებით განსაკუთრებით სწრაფი ტემპით უფასურდება. ოპტიმისტური არც სამომავლო პროგნოზებია – TBC Capital-ის ცნობით, 2021 წლის განმავლობაში 1 აშშ დოლარი 3.2-3.5 ლარის ფარგლებში იქნება, ისიც, საბაზისო სცენარში. 

კომენტარები