ნატო-საქართველო

სტოლტენბერგი: უმჯობესია, საქართველოს ადრე დავეხმაროთ, ვიდრე გვიან

მჯერა, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციიდან ერთ-ერთი სასწავლი გაკვეთილი ის არის, რომ მნიშვნელოვანია, ყველამ, ვისაც სჯერა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, მხარი დაუჭიროს ნატოს ახლო და ღირებულ პარტნიორებს, მაგალითად საქართველოს. უმჯობესია, ასეთ ქვეყნებს დავეხმაროთ ადრე, ვიდრე გვიან. დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი საკითხიც სწორედ ის იქნება, თუ როგორ შეგვიძლია იმ პარტნიორების მიმართ მხარდაჭერის გაძლიერება, რომლებიც რუსეთის წნეხის ქვეშ იმყოფებიან და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საქართველოა. რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს. ჩვენ ვიმსჯელებთ, როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერა კიბერსივრცის, უსაფრთხოების კომუნიკაციებისა და  სხვა გზების მხრივ, რათა საქართველომ შეძლოს რუსეთის მხრიდან ზემოქმედებაზე წინააღმდეგობის გაწევა. ნატოს კარი ღია რჩება.

თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები