ვენესუელა

ვენესუელაში მეწყერს, სულ მცირე, 36 ადამიანი ემსხვერპლა

ვენესუელაში, ქალაქ ლას ტეხერიასში მეწყერს, სულ მცირე, 36 ადამიანი ემსხვერპლა, 56 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. სტიქიის შედეგად ქალაქში განადგურდა საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილიც.

სტიქიის გამო, ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობას 1000-ზე მეტი მაშველი იღებს.

სტიქია კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია, რომლის შედეგადაც მდინარე ელ პატო ქვეყნის დედაქალაქიდან, კარაკასიდან სამხრეთ-დასავლეთით, 50 კილომეტრში კალაპოტიდან გადმოვიდა, ადიდებულმა წყალმა და სტიქიის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და ხეები წაიღო. ქალაქ ლას ტეხერიასში შეწყვეტილია ელექტროენერგია.

კომენტარები