დაცვის მხარემ საქმეში ჩაატარა ალტერნატიული გამოძიება და ამ ალტერნატიული გამოძიების ფარგლებში დაცვამ სასამართლოს წარმოუდგინა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ამ დასკვნიდან გამომდინარე ბრალდების ტვირთი ერთგვარად გაიზარდა, ბრალდების მხარეს ერთის მხრივ უნდა დაედასტურებინა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნამდვილად ჩაიდინა ფსიქოლოგიური ძალადობა და მეორეს მხრივ, ბრალდების მხარეს უნდა გაებათილებინა ის ფსქიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაცვამ სასამართლოს წარმოუდგინა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი
მოსამართლე: დაცვამ დასკვნა წარმოადგინა, რომ ბასილაშვილმა ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა
tbl.ge/65ys
დაკოპირდა
თქვა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამართლების გადაწყვეტილების განმარტებისას. ჩოგბურთელი სასამართლომ ხუთივე აპიზოდში უდანაშაულოდ ცნო.
ამავე თემაზე
- სააპელაციომ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა
- დოროყაშვილი: სტატუსმა, გავლენებმა და ნაცნობობამ მოსამართლის გადაწყვეტილება გადაწონა
- მოსამართლე: დოროყაშვილმა, მისი თქმით, ძალადობის ფარული ვიდეო 2 წლის შემდეგ წარადგინა
- დოროყაშვილი: ვიბრძოლებ, მივიღებ სამართლიანობას ჩემთვის და ქალებისთვის, ვისზეც ძალადობენ
- პროკურორი: გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეფასდა