კევინ სპეისის საქმე

ელტონ ჯონმა კევინ სპეისის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა

ლონდონის სასამართლო კევინ სპეისის საქმეს განიხილავს. ოსკაროსან მსახიობს დაზარალებულები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

სასამართლოს ჩვენება მისცა ინგლისური მუსიკის ლეგენდამ, სერ ელტონ ჯონმა. 

ბრალმდებლის თქმით, რომელიც მსახიობის ყოფილი მძღოლია, სპეისიმ მასზე სექსუალურად იძალადა. შემთხვევა 2002 წელს მოხდა, როდესაც ისინი ელტონ ჯონის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მანქანით მიდიოდნენ. სასამართლოს აინტერესებდა მართლა იყო თუ არა ნამყოფი მომღერლის დაბადების დღეზე სპეისი.

ჯონმა სასამართლოს ჩვენება დისტანციურად მისცა და დაადასტურა, რომ სპეისი ყოველწლიურ წვეულებას მხოლოდ ერთხელ, 2001 წელს ეწვია. შესაბამისად მოწმისა და ბრალმდებლის ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჯონის სიტყვები დაადასტურა ასევე მისმა ქმარმა დევიდ ფურნიშმა.


2022 წელს დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის 7 ახალ საქმეზე ბრალი წარუდგინა.

მომჩივანია ერთი ადამიანი, მისი თქმით სექსუალური ძალადობის სხვადასხვა შემთხვევები 2001-2004 წლებში მოხდა. მსახიობი სასამართლოს წინაშე 2023 წლის ივნისში წარდგება.

კევინ სპეისი სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში რამდენიმე ადამიანმა 2017 წელს დაადანაშაულა. ერთ-ერთი ბრალმდებელი მსახიობი ენტონი რეპი იყო. 2022 წლის ოქტომბერში რეპის საჩივარი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

დიდი ბრიტანეთის პროკურატურა ოსკაროსანი მსახიობის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელს მეორედ ადგენს. 2022 წლის მაისში სპეისის წინააღმდეგ სასამართლოში სექსუალური ძალადობის 4 საქმე აღძრა. ორი თვის შემდეგ მსახიობი სასამართლომ ოთხივე საქმეზე უდანაშაულოდ ცნო.

კევინ სპეისი ყველა ბრალდებას უარყოფს.

კომენტარები