აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ ჰამასის ხუთი მთავარი დამფინანსებლის შესახებ ინფორმაციისთვის 10 მილიონ დოლარს იხდის

Getty Images

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ ჰამასის ხუთი მთავარი დამფინანსებლის შესახებ ინფორმაციისთვის 10 მილიონ ამერიკულ დოლარს გადაიხდის. სახელმწიფო დეპარტამენტის 5 იანვრის განცხადების მიხედვით, აღნიშნული ხუთი პიროვნება ტერორისტებად არიან აღიარებულები. 

ხუთი მთავარი დამფინანსებლიდან ერთ-ერთია აბდელბსიტ ჰაზა ელჰასან ხაირი, იგივე ჰამზა, რომელიც, როგორც ცნობილია, ამჟამად სუდანშია. 

ამერ კამალ შარიფ ალშავა, აჰმედ სადუ ჯალები და ვალიდ მოჰამედ მუსტაფა ჯადალა გავრცელებული ინფორმაციით თურქეთში ცხოვრობენ და თურქეთიდან ჰამასის საინვესტიციო ქსელებს განაგებენ. 

მეხუთე ძებნილი, მუჰამად აჰმად აბდ ალ-დაიმ ნასრალას ახლო კავშირები აქვს ირანთან და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ათობით მილიონი დოლარის ჰამასისთვის მიწოდების ოპერაციაში. 

თითოეული ამ ადამიანის და ჰამასის ფინანსური სქემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ფულადი ჯილდო დააწესა. 

კომენტარები