საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 35 მილიონის გამოყოფა ხელისუფლების მხრიდან გავლენიანი ინსტიტუტის მიერ პოლიტიკური მხარდაჭერის სურვილით შეიძლება აიხსნას და საარჩევნოდ ხმების ყიდვის მორიგი მცდელობაა. ამგვარი პრაქტიკა არასეკულარული და გაუმჭვირვალეა. უცნობია, კონკრეტულად რა საგანმანთლებლო პროექტებს მოხმარდება საბიუჯეტო თანხა. როგორც წესი, საპატრიარქო ამგვარ დაფინანსებას პროზელიტიზმისა და რელიგიური ინდოქტრინაციისთვის იყენებს. წელსაც, მაგალითად 50,000 ლარი გამოყოფილია ხულოში (სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია) "ქრისტესთვის წამებულთა სახელობის სკოლისთვის".
tbl.ge/6q9w
დაკოპირდა
ასე ეხმაურება ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის [TDI] წარმომადგენელი ეკა ჭითანავა საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამებისთვის დაფინანსების 5 მლნ-ით გაზრდას.
ამავე თემაზე
- ჯაფარიძე ეკლესიის დაფინანსების ზრდაზე: მთავრობა საპატრიარქოსგან ხმებს ყიდულობს
- ხაბეიშვილი ეკლესიის დაფინანსების ზრდაზე: მნიშვნელოვანია, ჩვენს ეკლესიას მხარი დავუჭიროთ
- ბოკერია საპატრიარქოზე: მშობლები ვაუჩერებით უნდა წყვეტდნენ, რომელ სკოლაში უნდათ წასვლა
- საქართველოს მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას მიწის ოთხი ნაკვეთი ერთ ლარად გადასცა
- კობახიძე პრეზიდენტზე: გამაოგნებელია, რაც მან გააკეთა საპატრიარქოსთან დაკავშირებით