მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

გინტურის ძმა: სანამ ეს მთავრობა იქნება, არანაირი გამოძიება არ ჩატარდება

მთავრობას არ აინტერესებს, თორემ აქამდე ყველაფერი გამოძიებული იქნებოდა [...] გუშინ ერგნეთში 118-ე შეხვედრა იყო, სუს-ის უფროსი გამოვიდა და თქვა, რომ თამაზ გინტურის მკვლელების სია ჯერ არ გვაქვსო. სია რათ უნდათ, სოფელ კირბალის ლომისის ტაძარში იმ დღეს ვინ იყო მორიგე და ჩემი ძმა ვინ ჩაცხრილა, მაგას რა სია უნდა [...]

მე როგორც ვამჩნევ, სანამ ეს მთავრობა იქნება, არანაირი გამოძიება არ ჩატარდება - რუსეთთან შეკრულები არიან. საქართველო პატარა რუსეთია და დიდი რუსეთი მართავს პატარა საქართველოს. ვიცი, რომ არანაირი გამოძიება არ იქნება.

თქვა თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა მთავარ არხთან საუბარში.

2023 წლის 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს.

კომენტარები