თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

მედვედევი: ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორის ესმით, სიკვდილი სიკვდილისთვის

ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორის ესმით. არავითარი სასამართლო და გამოძიება არ დაგვეხმარება, თუკი ძალას არ დავუპირისპირებთ ძალას, სიკვდილს კი – ტერორისტების ტოტალურ დასჯასა და მათი ოჯახების წინააღმდეგ რეპრესიებს. მსოფლიო გამოცდილებაა.

თუ დადგინდება, რომ ისინი კიევის რეჟიმის ტერორისტები არიან, მათთან და მათ იდეურ შთამაგონებლებთან სხვაგვარად მოქცევა შეუძლებელია. ისინი უნდა მოიძებნონ და უმოწყალოდ განადგურდნენ როგორც ტერორისტები, იმ სახელმწიფო ოფიციალური პირების ჩათვლით, რომელთაც ეს ბოროტება ჩაიდინეს.

სიკვდილი სიკვდილისთვის

წერს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი Telegram-ის პირად არხზე.

მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. 

რუსეთი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ცნობით, თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები