ქართული ოცნება

ოდიშარია: გეუბნები, შენ არ მიგულისხმიხარ-თქო და მაინც საკუთარ თავზე იღებ – გიხარია?

მას შემდეგ, რაც მე ისინი ვამხილე იმაში, რომ ვითომცდა ყოველგვარი რაღაცა ინსტრუქციის გარეშე, მიზნობრიობის გარეშე იღებენ უზარმაზარ ფულს და, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ვამცნე თუ რაში აპირებენ ამ ფულის დახარჯვას, რა პროპაგანდის ტირაჟირებაში, ამის მერე გამოიყენეს სპეცტექნიკა და აგერ, აი წყლის დასალევად გასულ ადამიანს [გადამიღეს]... რა თქმა უნდა, კი ბატონო, ყველა შემთხვევაში მე ვთქვი ის, რაც ვთქვი და ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ღირსების საკითხი იყო და რაც მთავარია, განვუმარტე ადამიანებს, ვინც აქ ბრძანდებიან, ამ ჩემთვის ძალიან ძვირფას საზოგადოებას, ვისაც არ უნდა წარმოადგენდნენ ისინი.

რა არის ეს, რა სინდრომი ჰქვია ამას, გეუბნები, რომ შენ არ მიგულისხმიხარ-თქო და მაინცდამაინც, საკუთარ თავზე რომ იღებ, გიხარია? რავიცი, მაზოხიზმია? პოლიტიკური დღის წესრიგია თუ რა უბედურებაა, ვერ გავიგე, რა.

გასაგებია, რომ არაფრად ადარდებთ, რა ითქვა და რა არ ითქვა, ეს არის კიდევ ერთი შანსი ფუთფუთის, ტივტივის, პოლიტიკური დღის წესრიგის გახანგრძლივების. კარგი, 2-3 დღე, 4 დღე, 1 კვირა, კი ბატონო...

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარია პარლამენტში, ქალების მიმართ 3 აპრილს წარმოთქმულ უხამს და შეურაცხმყოფელ ფრაზებზე.

"დედა მოვ**ან თქვენი, მოუ**ნელი დედაკაცების ჯოგი [...] ეს არის მოუ**ნელი ქალების სინდრომი". - თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კომენტარების საპასუხოდ.

კომენტარები