კრიმინალი

ბოლნისში შშმ პირის ცხედარი იპოვეს – გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

Tabula

ბოლნისში შშმ პირის ცხედარი იპოვეს, გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსსკ 108-ე მუხლი) დაიწყო - ტაბულას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს. 

გავრცელებული ინფორმაციით დაღუპული 33 წლის ისააკ გუსეინოვია, რომლის ცხედარი მომხდარიდან 2 დღის შემდეგ ტყეში იპოვნეს. 

"სოფელ შაუმიანის ტერიტორიაზე გორაზე ვიპოვეთ მოკლული. შვიდი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ყელი ჰქონდა გამოჭრილი. კბილები სულ ჩამსხვრეული ჰქონდა და სხეულზე ცემის კვალი აღენიშნებოდა. ნაწამებია. ვითხოვ ობიექტურ გამოძიებას. არ ვიცი, ვის შეიძლება, რომ მოეკლა. შშმ პირი იყო. არავისთვის არაფერი არ დაუშავებია. საუბარიც არ შეეძლო. სოფლის მოსახლეობამ იპოვა. მარტო არასდროს არსად მიდიოდა". - ამბობს ოჯახის წევრი ტელეკომპანია პირველთან.

კომენტარები