ახალი რუსული კანონი

რაც ვნახე, მოქალაქეები ძალადობდნენ პოლიციელებზე - მემანიშვილი პარლამენტთან დაპირისპირებაზე

კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

"მე რაც ვნახე აქ, მოქალაქეები ძალადობდნენ პოლიციელებზე" - ამბობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. 

"აქ ვიყავი, მონაწილეები შედიოდნენ ფიზიკურ შემხებლობაში პოლიციელებთან. პოლიციის მხრიდან არ ყოფილა არანაირი კანონდარღვევა. რომ არ მოხდეს შენობის პიკეტირება, იმიტომ ვდგავართ აქ" - ამბობს მემანიშვილი მთავარ არხთან. 

პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მეორე დღეა მიმდინარეობს. 

კომენტარები