რუსული კანონი

სპეცრაზმელებმა ტაბულას ჟურნალისტს სცემეს

ფოტო: ტაბულა

ჟვანიას ქუჩაზე, ტაბულას ჟურნალისტს, გიორგი ბადრიძეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს და პირადი მობილური წაართვეს, როცა იგი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და აქციას იღებდა.

პირადი მობილური ტელეფონის წართმევის შემდეგ, ტაბულას ჟურნალისტმა მუშაობა გააგრძელა ოფისის მობილურით, რომლის წართმევაც ასევე სცადეს და უკან დააბრუნებინა. 

აქციაზე სპეცრაზმელებმა ასევე სცემეს პუბლიკას ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი  და აპრილი მედიას ჟურნალისტი, გიორგი ბასხაჯაური.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოქალაქეების დარბევა და დაკავება მოულოდნელად, დაახლოებით 00:30 საათისთვის დაიწყეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები.

კომენტარები