ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია 6 პირი, მოვინახულე ექვსივე. მათგან ორი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას არკვევს ჩვენი წარმომადგენელი და ჩვენ ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მივადევნებთ თვალყურს გამოძიების პროცესს. ჩვენი წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ წინასწარი დაკავების დაწესებულებეთან და არკვევდნენ მათ მდგომარეობას და ადგილსამყოფელს. ვიცით, რომ ერთი ადამიანი გადაყვანილია ბოკერიას სახელობის კლინიკაში, სადაც ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება და მისი ჯანმრთელობის შესახებ დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით. აქედან მივდივარ დიღმის იზოლატორში, სადაც პირადად შევხვდები და გავესაუბრები დაკავებულებს. მინდა პირველი წყაროსგან მქონდეს ინფორმაცია, რა გარემოებაში მოხდა მათი დაკავება და ის ვინც მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებაზე, რა გარემოებაში მიიღეს ეს დაზიანება.
tbl.ge/6rd9
დაკოპირდა
ამბობს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი. გუშინ, 16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოქალაქეების დარბევა და დაკავება მოულოდნელად, დაახლოებით 00:30 საათისთვის დაიწყეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები.
ამავე თემაზე
- როგორ დაიწყო და დასრულდა ქართული ოცნების ვნების ორშაბათი
- ენერგიას შემოდგომამდე გაანიავებენ - ივანიშვილი გაწვეული რუსული კანონის დაბრუნებაზე
- კობახიძე: გამჭვირვალობისას დონორებსაც გაუჭირდებათ ეკლესიაზე თავდასხმების დაფინანსება
- ივანიშვილმა ანტიდასავლური ჯიჰადი გამოაცხადა - მისი მთავარი გზავნილები
- ივანიშვილი: ჯავაჰარლალ ნერუმ თქვა - ყველაზე დიდი მტერი უცხო ქვეყნის აღზრდილი ფსევდო-ელიტაა