რუსული კანონი

პაპუაშვილი აქციაზე: მათი ევროპა ესაა - ძალადობა

საქართველო, ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით ერთი რამით, რომ აქციები ყოველთვის იყო მშვიდობიანი და ერთი ფოთოლი არ ვარდებოდა ხოლმე ხიდან, ეს იყო ჩვენი საპროტესტო ისტორიის ყველაზე საამაყო ფურცელი. რას ვხედავდით ჩვენ გუშინ, გუშინწინ? ფაქტობრივად ძალადობა იქცა მათთვის ნორმალიზებულ ინსტრუმენტად.

გუშინ პირდაპირ ვხედავდით, რომ აღარ არის ინტერესი, ჩაატარონ აქცია რუსთაველზე, პირდაპირ ინტერესია, რომ გადაკეტონ შემოსასვლელები, შევიდნენ ფიზიკურ კონტაქტში პოლიციასთან, მოახდინონ პროვოცირება რამენაირად, რომ იქნებ შექმნან ვიზუალი და კადრები, რომ სადმე ჩანდეს გარკვეული ძალის გამოყენება. ეს არის ზუსტად არაქართული.

ამ ე.წ სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებსაც ახლა ვხედავთ, სირცხვილია, ფრანკლინის კლუბი, რომლებიც უცხოური დაფინანსებით ატრენინგებდნენ სხვადასხვა ახალგაზრდებს, მათი ევროპა, ეს გამოვიდა, რომ არის - ძალადობა, როგორც ინსტრუმენტი პოლიტიკური მიზნის მიღწევისა. ეს არის ყველაზე არაევროპული და არაქართული გზა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ 15-16 აპრილის აქციებზე.

კომენტარები