სად ურტყამს, აბა? არ ჩანს, რომ ურტყამს, არ არის. [...] ისიც მაჩვენეთ, აბა, ელისაშვილი რომ ცდილობდა პოლიციის კორდონში შევარდნას და ძალადობისკენ რომ მოუწოდებდა ხალხს. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. თქვენ მაშინ უნდა გამოსულიყავით და ჩემთვის დაგესვათ შეკითხვები, რაც ელისაშვილმა იკადრა. ეს მისაღები იყო თქვენთვის? ნორმალური ფორმაა ეს, პარლამენტში ასე უნდა იყოს?
არანაირ ძალადობას გამართლება არ აქვს, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მხრიდან იყო.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შენ როდესაც ხარ მშვიდობიანი მომიტინგე, არ უნდა იკადრო ის, რასაც ელისაშვილი კადრულობდა. ხომ უვარდებოდა იმ პოლიციელებს. შეუვარდა პოლიციელებს და მოწოდებები ჰქონდა, რომ გამომყევით, შევანგრიოთო. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება და არ ჯდება არცერთ დემოკრატიულ პრინციპში.