რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინული სარაკეტო იერიშის შედეგად მოკლულია რუსი პოლკოვნიკი, ბრიგადის მეთაური კროპოტოვი

ლუგანსკზე უკრაინის სარაკეტო იერიშის შედეგად მოკლულია რუსი პოლკოვნიკი, 59-ე ბრიგადის მეთაური პაველ კროპოტოვი.

13 აპრილს, ქალაქ ლუგანსკში რამდენიმე აფეთქება მოხდა, როგორც მოგვიანებით გაირკვა უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა მანქანათმშენებელ ქარხანაზე. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, ილია ევლაშმა თქვა, რომ იერიშისას გამოყენებული იქნა უცხოური წარმოების რაკეტები.

უმაღლესი სამხედრო განათლების მქონე კროპოტოვი 2015-2016 წელს სირიაში ვიცეპოლკოვნიკის წოდებით იბრძოდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გახდა ბრიგადის მეთაური და მიიღო პოლკოვნიკის წოდება.

კომენტარები