ფოტოები ჩრდილოეთ სირიის ციხეშია გადაღებულია, სადაც ე.წ ისლამური სახელმწიფოს ასობით ეჭვმიტანილი იმყოფება.
შაბათს, 26 ოქტომბერს ფოტოგრაფ ფადელ სენას ციხეში შესვლის საშუალება მიეცა. ციხე ქალაქ ჰასაკეში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, თურქეთის საზღვრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.
იმავე დღეს, ე.წ ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი გარდაიცვალა.
27 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკული სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ სირიაში, იდლიბის პროვინციაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებული იყო.
როგორც ცნობილია, თურქეთის მიერ 9 ოქტომბერს ჩრდილოეთ სირიაში განხორციელებული ოპერაცია “მშვიდობის წყაროს” შემდეგ, სირიის ციხიდან 100-ზე მეტი ე.წ ისლამური სახელმწიფოს წევრი გაიქცა, ა.შ.შ-ს თქმით, მათი ადგილსამყოფელი უცნობია.
იხილეთ ფოტოები: