აშშ-ჩინეთი

აშშ-მა ჩინეთის სახელმწიფო, პროპგანდული მედიები ჩინეთის აგენტებად გამოაცხადა

Dave Simonds | The Economist

18 თებერვალს ტრამპის ადმინსტრაციამ ჩინეთის ხუთი სახელმწიფო, პროპაგანდული მედია Xinhua, China Global Television Network, China Radio International, China Daily და People's Daily კომუნისტური სახელმწიფოს აგენტებად, საგარეო მისებად გამოაცხადა.

ამიერიდან აშშ-ში მათ ისე მოექცევიან, როგორც საელჩოებს - აშშ-ში თავიანთი დაწესებულებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უნდა დაარეგისტრირონ, ასევე აშშ-ს მათ მიერ დასაქმებულების ვინაობა უნდა აცნობონ და მათი დათხოვნის შესახებაც უნდა აცნონ, იმ შემთხვევაში თუ მათ აშშ-ში ახალი საკუთრების შეძენა ან დაქირავება მოესურვებათ, ამისთვის წინასწარი თანხმობა უნდა ჰქონდეთ.

აშშ-ის მხარის თქმით, ამ გაადაწყვეტილების მიზეზი ჩინურ მედიაზე ჩინეთის მთავრობის გაზრდილი სახელმწიფო კონტროლი და პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ მათი გამოყენებით პრო-პეკინური პროპაგანდის მეტად აგრესიული გავრცელება იყო.

"შინაარსისა და სარედაქციო კონტროლმა მხოლოდ გააძლიერა სი ძინპინის ძალაუფლების სათავეში ყოფნის კურსი. ეს ფაქტობრივად ჩინეთის კომუნისტური პარტიის პროპაგანდის აპარატურაა," - თქვა ერთერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

აშშ-ის ერთერთმა მაღალი რანგის წარმომადგენელმა თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო დეპარტმენტი უკეთ გაიგებს თუ როგორ მოქმედებს აშშ-ში ჩინური დაწესებულებები.

კითხვაზე, ამ გადაწყვეტილების გამო ჩინეთი დასავლურ მედიაზე შურს იძიებდა თუ არა, აშშ-ის სახელმწიფო პირმა თქვა, რომ ჩინეთში უცხოური მედია დაწესებულებებს ისედაც საკმაოდ მკაცრ გარემოში უწევდათ მუშაობა, ხოლო აშშ-ში აღნიშნულ ჩინურ მედიებს რაიმე შეზღუდვა არ დაუწესდებოდათ:

"ეს ხალხი აქ, აშშ-ში მეტად თავისუფალ გარემოში მუშაობს, ვიდრე ნებისმიერი უცხოელი ჟურნალისტი ჩინეთში".

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნულ ჩინურ დაწესებულებებს უკვე წერილით მიმართეს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწვეტილება "უმიზეზო და მიუღებლადშეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი 2019 წლის მედია თავისუფლების ინდექსით 180 ქვეყნიდან 177-ე ადგილს არის და მხოლოდ ერიტრეასა და ჩრდილოეთ კორეას უსწრებს.

გასული წლის სექტემბერში ჩინეთში გამოაცხადეს, რომ ჩინეთში პრეს ბარათის ასაღებად პრეზიდენტისადმი ერთგულების ტესტის ჩაბარება იქნება საჭირო.

კომენტარები