რუსეთი

ცენტრ Levada-ს გამოკითხვა: ვლადიმირ პუტინს რუსების მხოლოდ 23% ენდობა

0 კომენტარი
ვლადიმირ პუტინი ფოტო: kremlin.ru

ხაბაროვსკში მიმდინარე კრემლის საწინააღმდეგო აქციების ფონზე უკანასკნელ პერიოდში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ ნდობა განსაკუთრებით დაეცა.

ცენტრ Levada-ს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 23% ასახელებს პუტინს პოლიტიკოსად, რომელსაც ენდობიან. კვლევის ფარგლებში ცენტრმა 24-25 ივლისს 1 617 ადამიანი გამოკითხა.

იმავე სახის გამოკითხვის ნოემბრის შედეგებთან შედარებით ეს მაჩვენებელი ორნახევრაჯერაა შემცირებული. შემოდგომაზე იმავე კითხვაზე გამოკითხულთა 59%-მა უპასუხა, რომ ვლადიმირ პუტინს ენდობიან.

სამ კვირაზე მეტია, ხაბაროვსკში გუბერნატორ სერგეი ფრუგალის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები იმართება. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სერგეი ფურგალი დააპატიმრეს. მას ბრალად ედება 2004-05 წლებში ბიზნესმენების მკვლელობების ორგანიზება .

სერგეი ფრუგალი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, რომელმაც გუბერნატორის არჩევნებში მმართველი ძალის, "ერთიანი რუსეთის" კანდიდატი დაამარცხა.

ცენტრ Levada-ს გამოკითხვით, რუსების 45% ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის აქციების მონაწილეებს პოზიტიურად უყურებს, 17% - ნეგატიურად, ხოლო 26%-ის შეხედულება ნეიტრალურია. 11%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები