აშშ-ჩინეთი

აშშ-მ უსაფრთხოების რისკების გამო ჩინეთის 1000-ზე მეტ მოქალაქეს ვიზები გაუუქმა

0 კომენტარი
ლონდონში ჩინელი სტუდენტები ჰონგ-კონგის დემოკრატიული ცვლილებების მომხრე აქტივისტების საწინააღმდეგო აქციას მართავენ. 19.08.2019 ფოტო: REUTERS/ China.org.cn

აშშ-მ 1 000-ზე მეტ ჩინეთის მოქალაქეს ვიზა გაუუქმა 29 მაისს პრეზიდენტის განცხადებით-  უსაფრთხოების რისკების გამო ჩინელ სტუდენტებს და მკვლევრებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავენ. პრეზიდენტის ეს განცხადება აშშ-ს პასუხის ნაწილია, ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგში დემოკრატიაზე თავდასხმის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. 

აშშ-ს შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა, ჩედ ვოლფმა, თქვა, რომ ვაშინგტონი ვიზებს უბლოკავს ჩინელი დამამთავრებელი კურის სტუდენტებისა და მკვლევართა ნაწილს, რომლებსაც კავშირი აქვთ ჩინეთის სამხედროებთან. ვიზების გაუქმების მიზანია აშშ-მ არ დაუშვას მათ მიერ კვლევის შედეგების მოპარვა. 

ვულფმა გაიმეორა აშშ-ს ბრალდებები, რომ ჩინეთი უკანონო ბიზნესპრაქტიკას და ინდუსტრიულ შპიონაჟს ეწევა - აშშ ჩინეთს ადანაშაულებს კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის მოპარვასა და ამერიკულ აკადემიურ წრეებში შესაღწევად სტუდენტური ვიზების ბოროტად გამოყენებაში. 

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მორგან ორტაგუსი აცხადებს, რომ ის ჩინელები, რომლებსაც ვიზები გაუუქმეს, მხოლოდ მცირე ნაწილია ჩინელი მოქალაქეებისა, რომლებიც აშშ-ში სწავლობენ და კვლევებს ატარებენ. სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე განაცხადეს, რომ მიესალმებიან იმ ჩინელ სტუდენტებს და მკვლევრებს, რომლებიც ქვეყანაში კანონიერად არიან. 

აშშ-ში დაახლოებით 360 000 ჩინეთის მოქალაქე სწავლობს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ამჟამად ეს რიცხვი შემცირებულია. 

დაახლოებით 60-მა სტუდენტმა ჩინური სოციალური ქსელის WeChat-ის ჯგუფში დაწერა, რომ ახალი ვიზისთვის მათ უნდა შეიტანონ განაცხადი იმ შემთხვევაში, თუ მათ აშშ-ში მოგზაურობა მოუნდებათ. 

ჯგუფში მყოფი სტუდენტების დიდი ნაწილი სწავლობს მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას და მათემატიკას. ზოგ მათგანს ბაკალავრის დიპლომი აქვს იმ ჩინური უნივერსიტეტებიდან, რომლებსაც კავშირი აქვთ ჩინეთის სახალო განმათავისუფლებელ არმიასთან. 

თავდაპირველად მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ გეგმავს ათასობით ჩინელი სტუდენტისთვის ვიზების გაუქმებას, რადგან ტრამპის ადმინისტრაციაში თვლიან, რომ ზოგი ჩინელი სტუდენტი ჩინეთის სამხედროებთან არის დაკავშირებული. 

მაისში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა გაავრცელა გაფრთხილება, რომლის მიხედვითაც გაზრდილია კიბერთავდასხმები იმ ორგანიზაციებზე, სადაც კორონავირუსის კვლევა მიმდინარეობს. FBI-ს მიხედვით ჩინელი ჰაკერები ცდილობენ, მოიპარონ ინფორმაცია ვაქცინის, მკურნალობის და ტესტირების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 13 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კონფუცის ინსტიტუტის აშშ-ს ცენტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო მისიად გამოაცხადა.

ივლისში აშშ-ში, ჰიუსტონში ჩინეთის საკონსულო დაკეტეს. დახურვის მიზეზად აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ინტელექტუალური საკუთრების და ამერიკელების პირადი ინფორმაციის დაცვა დაასახელა. ამის შემდეგ, ჩინეთმა ჩენტუში აშშ-ს საკონსულო დახურა.

მას გარდა, აშშ-მ განაცხადა, რომ მაღალი რანგის ჩინელ დიპლომატებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან დასტური დასჭირდებათ იმისთვის, რომ ამერიკულ უნივერსიტეტებს ეწვიონ და შეხვდნენ ადგილობრივ ოფიციალურ პირებს. ჩინეთის საელჩოების ან საკონსულოების მიერ საგარეო მისიების უძრავი ქონების გარეთ 50 ან მეტ ადამიანთან კულტურული შეხვედრების გამართვას ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის დასტური დასჭირდება.

ამჟამად, ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არა მხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ ჰონგ-კონგის, ტაივანის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო. ასევე, აშშ ჩინეთს უსამართლო ვაჭრობასა, ტექნოლოგიურ მანიპულაციებში ადანაშაულებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები