პოლონეთი-ბელარუსი

პოლონეთი ბელარუსზე სანქციების დაწესებას განიხილავს

ანდჟეი დუდა და გიტანას ნაუსედა
Warsaw Institute

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ, ლიტვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას, სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ ის ბელარუსზე სანქციების დაწესებას განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ლიტვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა აპროტესტებს არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80%-ზე მეტი დააგროვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლების 31 წევრს, მათ შორის ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს, ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.

ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. "ჩვენ არ ვცნობთ ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად". – 15 სექტემბერს განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა.

ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთავრობის 29 წევრს სამოგზაურო შეზღუდვები უკვე დაუწესეს. აშშ ბელარუსი მაღალჩინოსნებისთვის არჩევნების გაყალბებისა და მომიტინგეებზე ძალადობისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

კომენტარები