რელიგია

დეკანოზი შალვა კეკელია შშმ ბავშვების დაბადებას ნათესავთა ცოდვებს მიაწერს

რუსთავი 2

დეკანოზმა შალვა კეკელიამ შშმ ბავშვების მიმართ დისკრიმინაციული ქადაგება წარმოთქვა. კეკელია შშმ ბავშვების დაბადებას ნათესავთა ცოდვებს მიაწერს. რელიგიის ამგვარ ინტერპრეტაციაში დეკანოზი მთავარი არხის დირექტორ ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტს ახსენებს. 

"ოჯახებში იბადებიან ინვალიდი ბავშვები, ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მერე ამბობენ, რატომ გვემართება ეს ესე, სულ ახალგაზრდები კვდებიან, არ დაგვრჩა არავინ, კაცი არ დარჩა ჩვენს გვარში. გამოიკვლიეთ კარგად და მიხვდები, რომ შენმა წინაპრებმა რა გააკეთეს, როგორც ასე ლანძღავდა, როგორც ახლა ასე ამ ბიჭმა გააკეთა გადაცემა და როგორც ეს გვარამიები და ისინი აკეთებენ გადაცემებს, ასე რომ აკეთებენ როგორ შეიძლება ამათმა გვარმა გაიხაროს, როგორ შეიძლება? კი არ ვწყევლით, საკუთარ თავს თვითონ იწყევლიან ამ საქციელებით". – თქვა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

მთავარი არხის მისამართით გაჟღერებული სიტყვები არხის სიუჟეტმა გამოიწვია, რომელშიც საუბარია სასულიერო პირების საკუთრებაში არსებულ ძვირადღირებულ ქონებაზე.

კომენტარები