სეპარატისტული რეგიონები

საბაჟო შეთანხმებები მოსკოვსა და სეპარატისტებს შორის

რუსეთის პრეზიდენტმა  რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის” საბაჟო საქმეებში თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების რატიფიცრების შესახებ კანონს” მოაწერა ხელი. შეთანხმება კრემლის განმარტებით ტვირთების და მგზავრების გადაადგილების გამარტივებას და საბაჟო დარღვევების აღმოფხვრას  ისახავს მიზნად. ხელმოწერას წინ უძღვოდა რუსეთ-საქართველოს შეთანხმება   ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე, რაც ითვალისწინებს  ვაჭრობის საერთაშორისო მონიტორინგს რუსეთ-საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის  პერიმეტრებზე,  სავაჭრო დერეფნებში. შეთანხმება სოხუმში ”აფხაზეთის დამოუკიდებლობის ” დაკნინების  ნიშნად მიიღეს და განაცხადეს, რომ  არ დაუშვებენ აფხაზეთში  საერთაშორისო მონიტორებს.  იქ გამოხატეს წყენა იმის გამო, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები მოსკოვმა სოხუმის გვერდის ავლით აწარმოა. მოგვიანებით , მოსკოვში სეპარატისტების დამშვიდება სცადეს და განაცხადეს, რომ შეთანხმება არანაირად არ აკნინებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

რაც შეეხება საბაჟო საქმეებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით მოსკოვი-სოხუმი, მოსკოვი-ცხინვალის შეთანხმებას, თბილისში აცხადებენ, რომ  რუსეთმა თავად  თქვა უარი სეპარატისტებთან ხელმოწერილ შეთანხმებაზე , რადგან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის საქართველოსთან მიღწეული შეთანხმება  ახდენს  რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან  შეთანხმებების  ანულირებას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის  თქმით ,  საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით  თავისუფალ ვაჭრობას ახორციელებს   ორი სახელმწიფო და  შესაბამისად, შეთანხმებები  ფორმდება საქართველოსა და რუსეთს შორის. 


კომენტარები