სეპარატისტული რეგიონები

ანქვაბი პირობით საზღვარზე საბაჟო -გამშვებ პუნქტებს აამუშავებს

აფხაზეთის სეპარატისტი  ლიდერი  ალექსანდრ ანქვაბი მიიჩნევს, რომ   აუცილებელია   აფხაზეთში,  დანარჩენი საქართველოდან შემავალი ტვირთის „ლეგალიზაცია -   აფხაზეთის მხრიდან საბაჟო კონტროლის მეშვეობით“.  „აკრძალვის მიუხედავად საქართველოდან აფხაზეთში კერძო პირებს კონტრაბანდული გზით გადმოაქვთ ტვირთები, ძირითადად ხილი, ბოსტნეული,  ტანსაცმელი,  ავეჯი,   ჭურჭელი და სხვა საქონელი ,  სახელმწიფოს კი  აქედან არავითარი სარგებელი არ აქვს“- თქვა  თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე .  ანქვაბის  დაპირებით, ახლო მომავლაში,  აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის გამყოფ ზოლზე ,  ოკუპირებულ ტერიტორიაზე   საბაჟო-გამშვები პუნქტები ამუშავდება.

კომენტარები