სეპარატისტული რეგიონები

ალექსანდრ ანქვაბი ალა ჯიოევას მიმართავს

აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მეთაური, ალექსანდრ ანქვაბი,  შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შექმნილი ვითარების გამო და მიმართავს ალა ჯიოევას, გამოავლინოს სიბრძე და უარი თქვას ინაუგურაციის ცერემონიალის გამართვაზე.

ალა ჯიოევამ ცხინვალში საკუთარი ინაუგურაცია 10 თებერვლისთვის დანიშნა.

27 ნოემბრის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯიოევამ, ედუარდ კოკოითის ფავორიტი კანდიდატი, ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა. დე ფაქტო უმაღლესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა. ხელახალი არჩევნები ოკუპირებულ რეგიონში მარტისთვის დანიშნეს. კოკოითისთან მუღწეული შეთანხმების საფუძველზე , ჯიოევა დათანხმდა ხელახალი არჩევნების ჩატარებას და დაშალა საკუთარი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია. მოგვიანებით ,  მას მოუწია გასულიყო შეთანხმებიდან, პირობების შეუსრულებლობის გამო.

აფხაზეთის ე. წ პრეზიდენტი ალა ჯიოევასადმი თავის მიმართვაში ამბობს, რომ ცხინვალის დღევანდელობა აგონებს 2004-2005 წლებს აფხაზეთში, როცა აფხაზური საზოგადოება სამოქალაქო ომის ზღვრთან აღმოჩნდა.

’”ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებულნი ვართ,  რომ  მოცემულ მწვავე სიტუაციაში აუცილებელია სახალხო სიბრძნის და მოქნილობის გამოვლენა. მხოლოდ კომპრომისულ გადაწყვეტილებას შეუძლია მიიყვანოს სამხრეთ ოსეთის ხალხი თანხმობამდე და ერთიანობამდე.”- აღნიშნავს ანქვაბი ჯიოევასადმი მიმართვაში. 

 

კომენტარები