სეპარატისტული რეგიონები

მოსკოვი ბიბილოვის მხარდაჭერას განაგრძობს

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ვლადიკავკაზში ყოფნისას სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული  რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა.

“ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ რესპუბლიკის სათავეში ეფექტური ხელისუფლება იყოს, რომელიც მოქალაქეებს დაეხმარება და ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებს გადაჭრის. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ როგორც ფინანსურ დახმარებას, ისე რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფას”, - განაცხადა მედვედევმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “ბიბილოვი არის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ რესპუბლიკაშია ცნობილი, არამედ აქტიურად თანამშრომლობს რუსეთის წარმომადგენლებთან და ძალიან რთულ ამოცანებს წყვეტს”.

თავის მხრივ, ბიბილოვმა აღნიშნა, რომ “სამხრეთ ოსეთი რუსეთთან დაახლოებისა და მეგობრობის კურსს გააგრძელებს”.

13 ნოემბერს ცხინვალში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, სადაც ბიბილოვმა ოპოზიციონერ კანდიდატ ალა ჯიოევას  0,06%–ით გაუსწრო. არჩევნების მეორე ტური 27 ნოემბერს შედგება. არჩევნების წინ ანატოლი ბიბილოვს მოსკოვმა მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა. 

კომენტარები