ოსლო

ბრეივიკის ადვოკატებმა ერთ-ერთი მოსამართლის აცილება მოითხოვეს

დღეს გამართულ პროცესზე ანდერს ბრეივიკმა, მის მიერ ჩატარებულ ტერაქტებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში მოწყობილი ყველაზე სანახაობრივი პოლიტიკური შეტევები უწოდა. მან  განაცხადა რომ მზად არის იგივე გაიმეოროს.

განსასჯელის ადვოკატებმა ერთ-ერთი მოსამართლის აცილება მოითხოვეს, იმ მოტივით, რომ მან სოციალურ ქსელში გამოთქვა თავისი პირადი პიზიცია და აღნიშნა, რომ ბრეივიკი სიკვდილით დასჯას იმსახურებს.

განსასჯელის შეურაცხადობის დადასტურების შემთხვევაში, მას ფსიქიატრულ საავამდყოფოში გადაიყვანენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ანდერს ბრეივეკს 21 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

როგორც ცნობილია, ანდერს ბრეივიკმა პირველი ტერაქტი ოსლოს ცენტრში მოაწყო,  შემდეგ კი კუნძულ უტოიაზეა  ცეცხლი გაუხსნა ახალგაზრდებს. მან 70-ზე მეტი ადამიანი მოკლა, მათ შორის ქართველი სტუდენტი თამთა ლიპარტელიანი. 

 

კომენტარები