ოსლო

ბრეივიკი ამბობს, რომ მისი მიზანი სამი აფეთქების მოწყობა იყო

ოსლოში ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესი გრძელდება.  განსასჯელმა დღეს სასამართლოს განუცხადა, რომ მისი პირველადი მიზანი იყო არა მხოლოდ ერთი, არამედ სამი აფეთქების მოწყობა. მან აღნიშნა, რომ ამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო, ოსლოში მხოლოდ ერთი ბომბის დამონტაჟებას და კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდული ბანაკის ტერიტორიაზე ცეცხლის გახსნას დასჯერდა.

,,მე არ ვარ ახალგაზრდების მკვლელი. მჯერა რომ ყველა პოლიტიკური აქტივობა, რომელიც ირჩევს მრავალკულტურიანობისთვის ბრძოლას, ჩემი ლეგიტიმური სამიზნეა..’’-აღნიშნა ბრეივიკმა.  მან ისიც თქვა, რომ იმ დროიდან როცა ასაკმა საშუალება მისცა, ე.წ. მასონთა ლოჟის წევრი გახდა, შემოსავალს კი იღებდა ბაჰამის კუნძლებზე არსებული კომპანიიდან, რომელიც მისსავე მფლობელობაში შედიოდა.

2006 წლიდან ბრეივიკი საცხოვრებლად დედასთან გადავიდა და ტერაქტებისთვის მზადება დაიწყო. გარესამყაროსთან მოწყვეტით ის დღეში 16 საათს კომპიუტერულ თამაშებში ატარებდა და როგორც აღნიშნავს ამ გზით სამომავლო მოქმედებებისთვის წვრთნას გადიოდა.

ანდერს ბერივიკმა 70 -ზე მეტი ადამიანი შეიწირა. სასამართლომ  უნდა გადაწყვიტოს სად მოხდება მისი განთავსება , ციხეში თუ სამკურნალო დაწესებულებაში. 

 

კომენტარები