ევროპის ოქროს ბუცი

მესის მეორე ტრიუმფი

ევროპის სპორტული გამოცემების კავშირის - ESM - ინიციატივით და ადიდასის მხარდაჭერით 1997 წელს აღდგენილი ევროპის საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი პრიზი - ოქროს ბუცი - ბარსელონას არგენტინელმა თავდამსხმელმა ლეო მესიმ მეორედ მოიგო.

ესპანეთის 2011-12 წლების ჩემპიონატში კატალონიელთა სუპერფორვარდმა 50 გოლი გაიტანა და 100 ქულით ტიტული გაინაღდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ევროპული ქვეყნის პირველობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ნათელია, რომ მესის ჯილდოს ვერავინ წაართმევს.

გასულ სეზონში მესიმ ბომბარდირის ორი ტიტული მოიგო: პრიმერადივიზიონის გარდა, ჩემპიონთა ლიგაშიც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 14. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასის გათამაშების ბომბარდირის ტიტული ლეომ ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა!

ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში მესი პირველი ფეხბურთელია, ვინც ერთ სეზონში შეძლო 50 გოლის გატანა. ის ასევე პირველია, რომელმაც ესპანური კლუბის მაისურით სეზონში 70 და მეტი გოლი შეაგდო - 2011-12 წლების სეზონი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა 59 ოფიციალურ მატჩში გატანილი 72 გოლით დაასრულა.

ოქროს ბუცის მფლობელები

1968 ეუსებიო (ლისაბონის ბენფიკა; პორტუგალია) – 42; 1969 პეტარ ჟეკოვი (სოფიის ცსკა; ბულგარეთი) – 36; 1970 - გერდ მიულერი (მიუნხენის ბაიერნი; გფრ) – 38; 1971 იოსიპ სკობლარი (მარსელის ოლიმპიკი; იუგოსლავია) – 44; 1972 გერდ მიულერი (მიუნხენის ბაიერნი; გფრ) – 40; 1973 ეუსებიო (ლისაბონის ბენფიკა; პორტუგალია) – 40; 1974 ექტორ იასალდე (ლისაბონის სპორტინგი; არგენტინა) – 46; 1975 დუდუ ჯორჯესკუ (ბუქარესტის დინამო; რუმინეთი) – 33; 1976 - სოტირის კაიაფასი (ნიქოზიის ომონია; კვიპროსი) – 39; 1977 დუდუ ჯორჯესკუ (ბუქარესტის დინამო; რუმინეთი) – 47; 1978 ჰანს კრანკლი (ვენის რაპიდი; ავსტრია) – 41; 1979 კეეს კისტი (ალკმაარის აზ 67; ჰოლანდია) – 34; 1980 ერვინ ვანდენბერგი (ლიერსი; ბელგია) – 39; 1981 გეორგი სლავკოვი (პლოვდივის ბოტევი; ბულგარეთი) – 31; 1982 ვიმ კიფტი (ამსტერდამის აიაქსი, ჰოლანდია) – 32; 1983 ფერნანდუ გომეში (პორტუ; პორტუგალია) – 36; 1984 იან რაში (ლივერპული; უელსი) – 32; 1985 ფერნანდუ გომეში (პორტუ; პორტუგალია) – 39; 1986 მარკო ვან ბასტენი (ამსტერდამის აიაქსი; ჰოლანდია) – 37; 1987 ტონი პოლსტერი (ვენის აუსტრია; ავსტრია) – 39; 1988 თანჯუ ჩოლაქი (სტამბოლის გალათასარაი; თურქეთი) – 39; 1989 დორინ მატეუტი (ბუქარესტის დინამო; რუმინეთი) – 43; 1990 უგო სანჩესი (მადრიდის რეალი; მექსიკა) – 38; ხრისტო სტოიჩკოვი (სოფიის ცსკა; ბულგარეთი) – 38; 1991 დარკო პანჩევი (ბელგრადის ცრვენა ზვეზდა; იუგოსლავია) - 34

არაოფიციალური გათამაშება

1992 ალისტერ მაკკოისტი (გლაზგო რეინჯერსი; შოტლანდია) – 34; 1993 ალისტერ მაკკოისტი (გლაზგო რეინჯერსი; შოტლანდია) – 34; 1994 დევიდ ტეილორი (პორსმედოგი; უელსი) – 43; 1995 არსენ ავეტისიანი (ერევნის ჰომენტმენი; სომხეთი) – 39; 1996 ზვიად ენდელაძე (ზესტაფონის მარგვეთი; საქართველო) - 40

ESM-ის ოქროს ბუცი

1997 რონალდო (ბარსელონა; ბრაზილია) - 34 გოლი, 68 ქულა; 1998 ნიკოს მახლასი (არნემის ვიტესი; საბერძნეთი) - 34/68; 1999 მარიო ჟარდელი (პორტუ; ბრაზილია) - 36/72; 2000 კევინ ფილიპსი (სანდერლენდი; ინგლისი) - 30/60; 2001 ჰენრიკ ლარსონი (გლაზგოს სელტიკი; შვედეთი) - 35/52,5; 2002 მარიო ჟარდელი (ლისაბონის სპორტინგი; ბრაზილია) - 42/63; 2003 როი მაკაი (ლა კორუნიის დეპორტივო; ჰოლანდია) - 29/58; 2004 ტიერი ანრი (ლონდონის არსენალი; საფრანგეთი) - 30/60; 2005 ტიერი ანრი (ლონდონის არსენალი; საფრანგეთი) - 25/50; დიეგო ფორლანი (ვილიარეალი; ურუგვაი) - 25/50; 2006 ლუკა ტონი (ფლორენციის ფიორენტინა; იტალია) - 31/62; 2007 ფრანჩესკო ტოტი (რომა; იტალია) - 26/52; 2008 კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია) - 31/62; 2009 დიეგო ფორლანი (მადრიდის ატლეტიკო; ურუგვაი) - 32/64; 2010 ლეო მესი (ბარსელონა; არგენტინა) - 34/68; 2011 კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის რეალი; პორტუგალია) - 40/80; 2012 ლეო მესი (ბარსელონა; არგენტინა) - 50/100

 

კომენტარები