ისრაელი-პალესტინა

ეგვიპტის შუამდგომლობით ისრაელმა და ჰამასმა ზავი გააფორმეს

ეგვიპტის შუამდგომლობით ისრაელმა და ჰამასმა ზავი გააფორმეს. ამასთან დაკავშირებით, ეგვიპტის პრემიერმინისტრმა მოჰამედ ქამელ ამრმა პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონიც ესწრებოდა. 
სამშვიდობო შეთანხმების დადება ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმაც დაადასტურა. 
შეთანხმების პირობების თანახმად, ეგვიპტის მთავრობა მხარეთა მიერ ზავის პირობების შესრულების მონიტორინგს განახორციელებს. 
საერთაშორისო თანამეგობრობა ზავის დადების ფაქტს და ეგვიპტის მთავრობის მიერ შეტანილ წვლილს მიესალამა. ჰილარი კლინტონის განცხადებით, ეგვიპტემ რეგიონალური ლიდერის როლი მოირგო.
შეგახსენებთ, 8-დღიანი კონფლიქტის შედეგად 140-ზე მეტი პალესტინელი და ისრაელის 5 მოქალაქე დაიღუპა. 

კომენტარები