დათა ახალაიას განცხადება

დათა ახალაიას ადვოკატი: დაელოდეთ მოვლენების განვითარებას

დათა ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა, მედიის წარმომადგენლებთან საგანგებო განცხადება გააკეთა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სახელით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს მოუწოდა „მშიშრები და ზეგავლენის ქვეშ მოქცევისაკენ მიდრეკილი პირები, როგორც მის ყოფილ მოადგილეებში, ასევე მასთან დანაშაულებრივად დაკავშირებულ სხვა პირებში მოიკითხოს“. 
ადვოკატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 16 აპრილს Facebook-ით გავრცელებული განცხადება ავთენტურია და იგი ნამდვილად დათა ახალაიას ეკუთვნის.  ირაკლი ზაქარეიშვილი მოუწოდებს ყველას, რომ დათა ახალაიასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია მასთან, როგორც ინტერესების დამცველთან, გადაამოწმონ.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში დაბრუნებას, ადვოკატმა განაცხადა: „დაელოდეთ მოვლენების განვითარებას“. 

კომენტარები