ეკონომიკური განვითარება

ივანიშვილი: ჩვენი მიზანია, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნება

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

სასტუმრო თბილისი მარტიოში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, ჰოლანდიის, ბელგიის, ხორვატოიის, მონტენეგროს, სომხეთის ფინანსთა მინისტრები, უკრაინისა და სომხეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტები, ასევე მოლდოვას, რუმინეთის, კვიპროსისა და ისრაელის დელეგაციები.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი. მისი თქმით ყველა რეფორმა, რომელიც ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია გაგრძელდება.

"საქართველოს დამოუკიდებლბის პირველივე წლებიდან მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევენ და რომ არა მათი რეკომენდაციები, ჩვენს ქვეყანას კრიზისის გადალახვა გაუჭირდებოდა. ჯგუფში შემავალ თითოეულ ქვეყანა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ თანამშრომლობის ეს ფორმატი, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო დაახლოვდეს. როგორც იცით, საქართველო ამჟამად განვითარების გადამწყვეტ პერიოდს გადის, გასულ წელს ჩვენს ქვეყანაში პირველად შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით და ეს გარდამტეხი ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. ჩვენი მთავრობა დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, თვისობრივად შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. გავაგრძელებთ ყველა რეფორმას, რომელიც მნიშვნელოვანია. უპირველესად ჩვენი მიზანია, გავაუმჯობესოთ მოსახლოების ცხოვრების დონე", – განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის განმარტებით, მთავრობის ერთ–ერთი მიზანია სოფლის მეურნეობაში "აუთვისებელი პოტენციალის" გამოყენებას.

"მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს კონკურენციის წახალისებას, ჩვენი ბიუჯეტი კი, წინა წლებთან შედარებით, სოციალურ თემატიკაზე მეტად ორიენტირებულია. ვაგრძელებთ საინვესტიციო პროეტქების განხორციელებას. ჩვენი მიზანია, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნება, რაც გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკით იქნება მიღწეულია. ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან", –აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები