ნაციონალური მოძრაობის განცხადება

კანდელაკი: თეა წულუკიანი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის სოსო ჯოხაძის მეგობარია

www.radiotavisupleba.ge

 ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის სოსო ჯოხაძის მეგობარია. ამის შესახებ პარტიის წევრი, გიორგი კანდელაკი საუბრობს. მისი თქმით, ქვეყანაში კრიმინალი დღითიდღე იზრდება, რასაც შსს აცნობიერებს, მაგრამ არასწორი მეთოდებით - რეიდებით ებრძვის.

 "ამ ფონზე აღმოჩნდა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არის კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის, სოსო ჯოხაძის მეგობარი. ამაზე მეტყველებს გავრცელებული სკანდალური ფოტოები. სოსო ჯოხაძის სახელს გასულ წლებში უკავშირდება არაერთი გახმაურებული დანაშაული, მათ შორის 2001 წელს სასტუმრო "საქართველოსთან" მომხდარი კრიმინალური გარჩევა, რომლის დროსაც მანქანებში არაერთი ადამიანი ჩაცხრილეს. ასევე 2006 წელს, "ციხის ბუნტის" დროს ის იყო ე.წ. კრიტის ე.წ. მაყურებელი და "ციხის ბუნტის" ერთ-ერთი ორგანიზატორი. იმ ფონზე, როცა კრიმინალთან მებროლი ადამიანები ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი ციხეში სხედან, იუსტიციის მინისტრის მეგობრობა კრიმინალურ ავტორიტეტთან საჭიროებს განმარტებებს. საზოგადოება თეა წულუკიანის მხრიდან განმარტებას მოელის", - განაცხადა კანდელაკმა.

გიორგი კანდელაკი აღნიშნულთან დაკავშირებით თეა წულუკიანისგან განმარტებას ითხოვს. მან ასევე თქვა, რომ წულუკიანის დიპლომთან დაკავშირებით საფრანგეთის განათლების სამინისტროსგან ორი დღის წინ ოფიციალური წერილი მიიღეს.

"სასწავლებელი, რომელიც თეა წულუკიანმა დაამთავრა, იურისტის დიპლომს არ გასცემს. შესაბამისად, გენერალური პროკურორის რანგში წულუკიანის მიერ გაცემული ყველა გადაწყვეტილება არის უკანონო", - აღნიშნავს კანდელაკი.

 

კომენტარები