ნაციონალური მოძრაობის განცხადება

ენმ: პარტიის მიმართ რეპრესიების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, პარტიის მიმართ რეპრესიების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო. დღეს ხონის რაიონში გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და მისი მოადგილე ბესარიონ ჭელიძე დააკავეს. პარტიის განცხადებით, ასევე დღეს დააკავეს დუშეთის ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ ოტიაშვილი.

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, აღნიშნული ადასტურებს, რომ ხელისუფლებას თვითმმართველობის არჩევნების წინ სურს, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა გაანადგუროს ან დაასუსტოს.

"როგორც ჩანს, პროკურატურამ პირდაპირ დავალებად მიიღო ქვეყნის დეფაქტო ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის და ფორმალური ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები. შეგახსენებთ, რომ მათ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ არ აღიარებენ ნაციონალურ მოძრაობას, როგორც მთავარ ოპოზიციურ ძალას, რითაც უარყოფენ საზოგადოების მიერ არჩევნებზე გამოხატულ ხალხის ნებას და დემოკრატიის ფუნდამეტურ პრინციპებს. მათ ფატობრივად კიდევ ერთხელ განაცხადეს საჯაროდ, რომ უნდა გაგრძელდეს ნაციონალური მოძრაობის განადგურების მცდელობა.

8 თებერვალს გადაცემა ”შეხვედრები მწერალთა სახლში” ბიძინა ივანიშვილმა ფაქტობრივად პირდაპირ დაადასტურა, მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის ციხის საკნიდან უკანონოდ გატაცებისა და მასზე ზეწოლის ფაქტი და შესაძლო პირდაპირი კავშირი კრიმინალ ფარცხალაძესთან, რომელიც გადაცემაში ,,ოთარი"-დ მოიხსენია.

დღეს დაიწყო ნაციონალური მოძრაობის მიმართ რეპრესიების კიდევ ერთი ეტაპი. პირველი სამიზნე გახდა ხონის რაიონი, სადაც დღეს დაკავებულ იქნა გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძე.

შეგახსენთ, რომ ხონის რაიონი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს, სადაც ხელისუფლებამ მრავალი მცდელობის მიუხედავად, ერთი წლის განმალობაში ვერ მოახეხა ძალაუფლების ხელში ჩაგდება. საქმე ეხება აბსურდულ ბრალდებას, კერძოდ: 4 წლის წინ ფინანსური პოლიციის მიერ ჩამორთმეული უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ოფიციალურად გადაეცა ხონის რაიონის გამგეობას და შემდეგ იგი დაურიგდა მოსახლებას, რისი დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტებიც არსებობს.

ასევე, დღეს დაკავებულ იქნა დუშეთის "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ ოტიაშვილი, რომელიც ახლახანს არჩეულ იქნა დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ. როგორც ჩვენთვის დღეს გახდა ცნობილი ზურაბ ოტიაშვილმა 2 დღის წინ გაფრთხილება მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრის, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართელობის კომიტეტის თავმჯდომარის ერეკლე ტრიპოლსკისგან, რომლის შინაარსიც იყო მარტივი: თუ ის არ დაანებებდა თავს პარტიულ აქტიურობას მას დააკავებდნენ.

საინტერესო ფაქტია, რომ ზურაბ ოტიაშვილი არის ძებნილი რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ აბსურდული ბრალდებებით.

აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობა მომდევნო ორი თვის განმავლობაში ატარებს ქვეყნის მასშტაბის პრაიმერის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების გამოსავლენად და სწორედ ზემოთ დასახელებული დაკავებული პირები წარმოადგენდნენ პრაიმერიში მონაწილე შესაძლო კანდიდატებს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფელბას თვითმმართველობის არჩევნების წინ სურს გაანადგუროს ან დაასუსტოს ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა და ამისათვის ყველანაირ ბინძურ მეთოდს იყენებს." - წერია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

კომენტარები