რეიდი თბილისში

ღარიბაშვილი: არ ყოფილა რეიდები, ეს იყო ერთკვირიანი პრევენციული ღონისძიებები

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

”ე.წ. რეიდები არ ყოფილა რეიდები, ეს იყო ერთკვირიანი პრევენციული ღონისძიებები.” - ამის შესახებ დღეს შს-ის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მძიმე დანაშაულებები გამოავლინეს.

"კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას გულწრფელად მოვუხადო ბოდიში უხერხულობისთვის, თუმცა განვმარტავ, რომ ჩვენს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ემსახურებოდა ისეთი მძიმე დანაშაულების გამოვლენას და ეს მოვახერხეთ კიდეც, როგორიცაა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღების ამოღება, ნარკოდანაშაული და სხვა. ეს იყო პრევენციული ღონისძიებები და არა კლასიკური გაგებით რეიდები, რომელიც ჩვენ ოპონენტებს ახსოვთ", - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით,  პრევენციული ღონისძიებები დასრულებულია. "მინდა მოქალაქეებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები