არასაპარლამენტო პარტიები

არასაპარლამენტო პარტიებმა ბიუჯეტიდან 150-150 000 ლარი მიიღეს

შვიდ არასაპარლამენტო პარტიას ბიუჯეტიდან, ერთჯერადი სახით, 150-150 ათასი ლარი გადაერიცხათ. აღნიშნული თანხა მათ 18 სექტემბერს მიიღეს.

აღნიშნული ფინანსური რესურსი 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტიებისთვის განისაზღვრა და შესაბამისი ცვლილებები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონშიც შევიდა.

შვიდ პარტიაში, რომელთაც აღნიშნული თანხა მიიღეს, შედიან - ქრისტიან-დემოკრატებისა და ევროპელი დემოკრატების კოალიცია, ახალი მემარჯვენეები, ქართული დასი, თავისუფალი საქართველო, ლეიბორისტები, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და პარტია სამართლიანი საქართველოსთვის. მათთვის ჯამში 1 050 000 ლარი გამოიყო.

ამავე ცვლილებების ფარგლებში, პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა დაფინანსება დაიმატეს. კერძოდ, მათ საბიუჯეტო დაფინანსების ნაწილში ახალი კომპონენტი ჩაიდო და ისინი წელიწადში დამატებით 300-300 ათას ლარს პარლამენტში ფრაქციის შექმნის გამო მიიღებენ. თანხის გაცემა 12 თვეზე გადანაწილდება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, საბაზისო დაფინანსებაც გაორმაგდა და 150 000-დან 300 000 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული ზრდა 14 ე.წ. კვალიფიციური სუბიექტის ბიუჯეტზე აისახება.

კომენტარები