საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ka.wikipedia.org

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. გამოკითხვების მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გამარჯვებას დიდი უპირატესობით მოიპოვებს და პრეზიდენტის პოსტს მესამე ვადით დაიკავებს. ოპოზიციის მთავარ კანდიდატს, ჯამილ ჰასანლის ექსპერტები ალიევისთვის სერიოზულ საფრთხედ არ განიხილავენ.

ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გაიხსნა და საღამოს 19.00 საათამდე იმუშავებს. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აზერბაიჯანის 5,141 მილიონ მოქალაქეს აქვს. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს 14 დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს. თუ ვერცერთი კანდიდატი დააგროვებს ხმების 50%-ს, დაინიშნება მეორე ტური, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართება.

მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს 100 ქვეყნიდან ჩასული 1,3 ათასი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება.

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს აზერბაიჯანის ყველა მოქალაქეს, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს, არ არის ნასამართლევი, არ აქვს ორმაგი მოქალაქეობა და მინიმუმ 10 წელია აზერბაიჯანში ცხოვრობს. 

კომენტარები