საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში

"ყარაბაღის გამათავისუფლებელი მუდმივი პრეზიდენტი იქნება" – ალიევი არჩევნებზე იყრის კენჭს

ილჰამ ალიევი
trend.az

მმართველი პარტია ენი აზერბაიჯან საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად ილჰამ ალიევს წარადგენს. ამის შესახებ განაცხადა პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ტაირ ბუდაგოვმა. 

"მრავალი წლის განმავლობაში ყველა ამბობდა, რომ ვინც ყარაბაღს გაათავისუფლებს, ჩვენი მუდმივი პრეზიდენტი იქნება. ილჰამ ალიევმა დაიმსახურა ეს თანამდებობა და წოდება თავისი 20-წლიანი პოლიტიკით, აზერბაიჯანელი ხალხის მსახურებითა და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებით". – თქვა ბუდაგოვმა.

7 დეკემბერს ალიევის გადაწყვეტილებით 2024 წლის თებერვალში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა, რომლებიც გეგმის მიხედვით 2025 წელს უნდა გამართულიყო.

აზერბაიჯანში პრეზიდენტის პოსტზე ერთ ადამიანს შეუზღუდავად შეუძლია იყაროს კენჭი. ალიევმა პირველად 2003 წელს, ხოლო ბოლოჯერ 2018 წელს გაიმარჯვა. შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 2025 წელს უნდა ჩატარებულიყო.

კომენტარები