საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები 9 ოქტომბერს გაიმართება

ka.wikipedia.org

9 ოქტომბერს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. გამოკითხვების მიხედვით, ილჰამ ალიევი გამარჯვებას დიდი უპირატესობით მოიპოვებს. ის პრეზიდენტის პოსტს მესამე ვადით დაიკავებს და ალიევების დინასტიის მმართველობას 5 წლით გაახანგრძლივებს.

ამ არჩევნებზე, პირველად აზერბაიჯანის ისტორიაში, ოპოზიციური პარტიები ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანდნენ. თუმცა ოპოზიციის ერთიან კანდიტატს ჯამილ ჰასანლის ექსპერტები აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტისთვის საფრთხედ არ განიხილავენ. თავად ჰასანლი აცხადებს, რომ სამართლიანი საარჩევნო გარემოს არსებობის შემთხვევაში გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებს მოიგებს.

ჯამილ ჰასანლი აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი იყო 2000-დან 2010 წლამდე. ის გამოჩენილი აზერბაიჯანელი ისტორიკოსია და ცივი ომის საკითხებში ექსპერტადაა მიჩნეული. ჰასანლი რამდენიმე მონოგრაფიისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორია. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ის თავის კანდიდატად 23 აგვისტოს დაასახელა, მას შემდეგ რაც ოსკაროსანი სცენარისტის რუსტამ იბრაგიმბეკოვის კანდიდატურის დაყენება ვერ მოხერხდა, სხვა ქვეყნის პასპორტის ქონის გამო.

კომენტარები