საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა: სარკინიგზო ავარიასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

იმერეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს და აცხადებს, რომ ამ მომენტისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.

"12 ნოემბერს, დღის 11:40 წუთზე ფართო წყლის მიმართულებით მოძრავი ნავთობით დატვირთული შემადგენლობიდან ლიანდაგს აცდა ორი ცისტერნა და სავალი ნაწილიდან გადავიდა სადგურ ქოლობამთან. დაიღვარა მცირე რაოდენობით საწვავი, რომელსაც გაუჩნდა ცეცხლი. მობილიზებულ იქნა როგორც სამაშველო, ასევე რკინიგზის ყველა შესაბამისი სამსახური. ამ მომენტისთვის  ხანძარი ლიკვიდირებულია, სარკინიგზო მიმოსვლა აღდგენილია. დაწყებულია ფაქტის მოკვლევა", - აცხადებს საქართველოს რკინიგზა. 

კომენტარები